16-05-2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ, მოახდინეს 110 000 ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 25 000 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
16-11-2024
16-11-2024