გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2023 წელს საქართველო ENQA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

16-05-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმსუმასპინძლებს.


ENQA-ს მმართველმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო.  სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმის ჩატარების უპირატესობა ბევრ ქვეყანას შორის სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიანიჭა.


ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ის აქტუალური საკითხები და ტენდენციები, რომელიც დაკავშირებულია ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან. მასში ჩართულები იქნებიან ევროპის 32 ქვეყნის 55 ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელები.ამასთან, სააგენტოების თანამშრომლები, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის – EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა  ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.


ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებაკიდევ ერთ დადასტურებაა იმისა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები,სრულ შესაბამისობაშია ერთიან ევროპულ სტანდარტებთან და მიდგომებთან.


ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2021 წელს განხორციელდა. მათი შეფასები, ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, ითაც საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდაევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან მიმართებაში.


მაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 25 აპრილსგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს სრული წევრის სტატუსი5 წლის ვადით მიენიჭა. ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და სრულად აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930