გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.


სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითიცენტრის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე მოკლე ანგარიშები წარადგინეს.


ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის, საკარანტინო მავნებლების გამოვლენისა და რისკების შეფასების ღონისძიებებზე, DCFTA-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. საბჭოს წევრებმა მცენარეული წარმოშობის პროდუქტების წარმოების და ექსპორტ-იმპორტის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს.


სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის განვითარების დეპარტამენტის(USDA), სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, შემოსავლების სამსახურის, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031