გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

18-05-2022

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).


აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სს ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ზაქარიაძე, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები.


ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება სს ‘ლიბერთი ბანკთან’, რომელიც პროექტის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.


ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ახორციელებს.


პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განავითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.


,,ლიბერთი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, იწყებს მჭიდრო პარტნიორობას მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობასთან. ლიბერთის მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და დამწყები მეწარმეები, შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მეწარმეობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930