გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულში მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება 115-ე და 333-ე მუხლებით მიმდინარეობს

18-05-2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით აწარმოებს.

 

"საქმეზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულ იქნა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები, მათ შორის გარდაცვლილის ტანსაცმელი  და კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, ასევე გამოიკითხა გარდაცვლილის ძმა. მოქალაქე რ.ბ-ს რაიონულ სასამართლოში ყოფნის ამსახველი ვიდეო-კამერების ჩანაწერების თაობაზე მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმის  გარემოების დასადგენად  საჭირო ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს. ასევე, გამოიკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი შსს-ს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიებაში რ.ბ.-ის ოჯახის წევრების ჩართულობას და მათთვის საქმის მასალების გაცნობას სრულად უზრუნველყოფს" - აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930