გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" მსოფლიოს საუკეთესო ექსპორტის სააგენტოს ჯილდო მოიპოვა

19-05-2022

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) კონკურსის WTPO Awards 2020-ის ფარგლებში საუკეთესო სააგენტოდ დასახელდა.


დაჯილდოების ცერემონია, რომელიც კოვიდპანდემიის გამო გადაიდო და წელს ჩატარდა, განაში გაიმართა, სადაც სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხიდურელს ჯილდო პირადად გადასცა ITC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პამელა ქოუქ ჰამილტონმა გადასცა.


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) და გაერო-ს ერთობლივი სააგენტოს - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) კონკურსის გამარჯვებულებს მაღალი რანგის ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური.


ფინალში გამოვლინდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ ექსპორტის განვითარების ინოვაციურ და ეფექტურ ინიციატივებს. ორგანიზაციებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი ეხმარებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს (MSMEs) გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.


აღსანიშნავია, რომ WTPO Awards-ის წლევანდელი დაჯილდოების ჟიურის წევრი სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელია, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30