გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
შოუბიზნეს დაიჯესტი
ზურაბ დოიჯაშვილს გულის შეტევა მევახშესთან შექმნილი პრობლემების გამო დაემართა

26-06-2018

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილს გულის შეტევა დაემართა. ამის მიზეზი კი, მისი მეგობრის, ბესო ჩუბინიძის თქმით, სხვის გამო ნასესხები 50 000 დოლარი გახდა. ამის შესახებ ჩუბინიძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში განაცხადა. "ზურას ნერვიულობის გამო დაემართა გულის შეტევა. ამ ნერვიულობის მიზეზი კი მევახშესთან შექმნილი პრობლემაა. 50 000 დოლარი აქვს ვალი და ყოველთვიურად 1 000 დოლარამდე მხოლოდ პროცენტს იხდიდა. დაახლოებით ორი წელია, რაც ეს პრობლემა აქვს. აქამდე პატარ-პატარა კონცერტები ჰქონდა და ჰონორარებს იღებდა, მაგრამ რას ეყოფოდა?! ახლა გამოსახლების პრობლემა დადგა და ვეღარ აიტანა მისმა გულმა. ვიღაც სხვას ჩაუდგა თავდებში თუ თავად გამოიტანა მისთვის თანხა, არ ვიცი, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ფული თავისთვის არ უსესხია" - განაცხადა, ზურაბ დოიჯაშვილის მეგობარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031