21-05-2022
ჩვენ ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით მეგობრებო უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების დაბრუნება, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება - , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას ოკუპაცია მემკვიდრეობად ერგო და ის დღემდე გრძელდება.
"ოკუპაციის ბედი არის რა თქმა უნდა ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო, ჩვენს მთავრობას. მოგეხსენებათ, რომ ეს ოკუპაცია გრძელდება და არ დასრულებულა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, რომ არის გამოწვევები, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების არალეგალური დაკავება და მათი გადაყვანა იზოლატორში. ჩვენ ამ საკითხებზე ოპერატიულად ვრეაგირებთ, ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს და ბუნებრივია ჩენ გვაქვს პროგრესი დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც, ეს არის სამწუხარო რეალობა. ამაზე ვსაუბრობდი მე დასაწყისშიც, რომ ოკუპაცია გამოიწვია იმ გაუაზრებელმა ომმა და პროვოკაციამ, რომელიც თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წელს. ამან დაგვაკარგინა ძალიან ბევრი ჩვენი გმირი და ჩვენი ტერიტორიები და რეალურად, რუსული ჯარი რომელიც იყო 2007 წელს გასული, ბოლო კონტიგენტი საქართველოდან, რამდენიმე თვეში შემოატრიალეს და დააბრუნეს საქართველოში და მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა.
ჩვენ ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით მეგობრებო უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების დაბრუნება, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება. მე რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა, დეტალური განხილვა მქონდა ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის და ზოგადად მანამდეც რა ვითარება იყო ეს გავიხსენეთ და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, ჩვენს ახალგაზრდებს, ყველას რომ 2005, 2006, 2007 წლებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, შედიოდნენ ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები ჩვენი შტაბის წევრები თვეების განმავლობაში იყვნენ იქ, ცხინვალში. ამ დონეზე იყო აღდგენილი ნდობა და რეალურად და აბსოლუტურად რეალისტური სცენარი იყო რომ გაერთიანებულიყო და მალე შემოსულიყო ჩვენთან, სავაჭრო ურთიერთობები და ძალიან ბევრი პოზიტივი იყო. ამ ომმა ბოლომდე დაანგრია ნდობა და საერთოდ დაგვაკარგინა ტერიტორიები დროებით რა თქმა უნდა, დროებითი ოკუპაცია გამოიწვია. ამას სჭირდება გონივრული პოლიტიკა, ამას სჭირდება განვითარება ჩვენი ქვეყნის რეალური ალტერნატივის შექმნა და მე მჯერა რომ ჩენ ქვეყანას გავაერთიანებთ, ამას ალტერნატივა არ აქვს, დღეს თუ ხვალ იქნება ერთიანი და ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს ერთად,"- განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024