21-05-2022
საქართველო „პროფესიულ განათლებაში განსაკუთრებილი მიღწევისთვის ჯილდოს” (VET Excellence Award) მფლობელია! გამარჯვებული ევროკომისიის მიერ ორგანიზებული „ევროპის პროფესიული უნარების კვირეული 2022“-ის ფარგლებში, ხმის საჯარო მიცემის შედეგად გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამამ „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” გამარჯვება ევროპულ ორგანიზაციებს შორის, ევროპის განათლების ფონდის (ETF) კონკურსის მწვანე უნარების კატეგორიაში მოიპოვა.
VET Excellence Award, ევროპის მასშტაბით, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენისა და აღიარების მიზნით, აერთიანებს სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციას, სკოლასა და პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებული საქმიანობის ისტორიას სხვადასხვა სფეროში აზიარებენ.
ევროკომისიის ევროპული პროფესიული უნარების კვირეული 16-20 მაისს გაიმართა. მიმდინარე წელს, კვირეულის მთავარი თემა იყო პროფესიული განათლება და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა ევროკომისიის ვალდებულებების და ევროპის მწვანე შეთანხმების მიზნების გათვალისწინებით.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის დანერგვის პროცესი საქართველოში 2021 წლიდან დაიწყო. პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა.
სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. პროგრამი ფარგლებში, ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.
16-11-2024
16-11-2024