გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გრინდეველოპმენტს“კიდევ ერთი საცხოვრებელი ბლოკი დაემატება

23-05-2022

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორისა და მდგრადი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია„გრინდეველოპმენტი“ პროექტის-„მწვანე უბანი ლისთან“ გაფართოებას გეგმავს.

 

მწვანე უბანს ლისთან 8 167მ2-ის მოცულობის კიდევ ერთი საცხოვრებელი ბლოკი დაემატება. პროექტის ბიუჯეტი 4 მლნ აშშ დოლარია და ის მოიცავს კომერციულ ფართს, პარკინგებს დასაცხოვრებელ ფართებს.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება  მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების მქონე ენერგოეფექტური, დაბალ სართულიანი (4-5) განაშენიანებით. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დიდი სარეკრეაციო ზონების, სკვერების, სასეირნო სივრცეების და ველობილიკების მოწყობა.ასევე, დამონტაჟდება მზის ენერგიის პანელები, რომლის საშუალებითაც განათდება სადარბაზო, სადგომები და საერთო სარგებლობის სივრცეები.

 

საქართველოს ბანკსა და „გრინდეველოპმენტს“ რამდენიმე წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. არსებული თანამშრომლობის შედეგად ლისის ტბის მიმდებარედ საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე უბანი ლისთან“ უკვე აშენებულია ექვსი საცხოვრებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს 1,5 ჰექტარზე - კვ მეტრზე არსებულ საცხოვრებელკომპლექსს. ამ პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი იყო 2 500 000 აშშდოლარი.

 

ინფორმაციისთვის, „მწვანე უბანი ლისთან” კომპანია “გრინ დეველოპმენის“ მიმდინარე მსხვილი პროქტია, რომელიც შენდება ლისის ტბის  მიმდებარედ 25 ჰა მიწის ნაკვეთზე და გათვლილია 5000–ზე მეტ ოჯახზე.

სახლებში გათვალისწინებულია:

  • ფოიეს ტიპის შესასვლელები,
  • დახურული და ღია ავტოსადგომები;
  • ინდივიდუალური self storage ტიპის სათავსო ოთახები.
  • კომერციული  და საოფისეფართები;
  •  სასეირნო ბილიკები;
  • ბავშვების სათამაშო მოედნები;
  • 30000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცის მოწყობა;

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930