23-05-2022
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლადამთავრებულების სასერტიფიკატო გამოცდა გაიმართა.
წელს ონის სალოტბარო სკოლასთან ერთად - გორის, წალენჯიხის, სამტრედიის, ახალციხის, ფოთის, ოზურგეთის და თელავის 31 მოსწავლე მონაწილეობდა.
ონის სალოტბარო სკოლიდან სასერტიფიკატო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს სოფო ჩიკვილაძემ, ნანუკა მაისურაძემ და ქეთი ჯელაძემ.
სალოტბარო სკოლის დამთავრება კურსდამთავრებულებს მიულოცა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა თავგადასავლებით სავსე გზაზე.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თითოეული სალოტბარო სკოლის მოსწავლემ დამსახურებულად მიიღო სერტიფიკატი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია უამრავ წარმატებას და ბედნიერ მომავალს უსურვებს ონელ ნიჭიერ ახალგაზრდებს.
16-11-2024
16-11-2024