გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს შეხვდა

23-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის პარტნიორული ურთიერთობის მაღალი დონე აღინიშნა და ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას. გამოითქვა არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.ირაკლი ღარიბაშვილმა აკიჰიკო ტანაკას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ  საქართველოს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების, მდგრადი ეკონომიკური ზრდის და  საზოგადოების სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.იაპონია საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით  ტექნიკური თანამშრომლობის, კაპიტალის გრანტებისა და სესხების უზრუნველყოფის პროგრამებს ახორციელებს. 


JICA-ს ძლიერი გლობალური ქსელი მოიცავს ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ლათინური ამერიკის მიმართულებებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031