გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: პრემიერის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა გაეცნოთ საქართველო, როგორც მათთვის ოპერირების ახალი ადგილი და ამ კუთხით დაინტერესება არის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან

23-05-2022

ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის და ზოგადად, ბიზნესებისთვის, როდესაც ჩვენ ასეთი დონის თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ ვიცე-პრმიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში, პრემიერის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის და ზოგადად, ბიზნესებისთვის, როდესაც ჩვენ ასეთი დონის თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ ვიცე-პრმიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში, პრემიერის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა გაეცნოთ საქართველო, როგორც მათთვის ოპერირების ახალი ადგილი და ამ კუთხით დაინტერესება არის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან. 


„დღეს ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა ეკონომიკური მიმართულებით. პირველ რიგში, დავიწყებ მაკრო ეკონომიკურ პოლიტიკაზე მსჯელობით, რომელიც გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ფონდის ხელმძღვანელთან ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში ფონდის მომავალ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის და ზოგადად, ბიზნესებისთვის, როდესაც ჩვენ ასეთი დონის თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა კონკრეტული შეხვედრები ბიზნესებთან, იმისთვის, რომ ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად გვეჩვენებინა დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიებისთვის. შეგვეთავაზებინა საქართველო, როგორც მათთვის ოპერირების ახალი ადგილი და ამ კუთხით დაინტერესება არის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან.


შეხვედრა გაიმართა ისეთ ტექნოლოგიურ  კომპანიებთან, როგორებიც არის HCL. ეს არის მრავალ მილიარდიანი კომპანია, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით არის დაკავებული მსოფლიოში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930