გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიტანას ნაუსედა: დავოსში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

24-05-2022

დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ტვიტერში წერს. 


როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, მან ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის მოკლე დროში შევსება მიულოცა, რითაც  კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ. 
 
„დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თან მივულოცე ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის მოკლე დროში შევსება. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ!", - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30