26-05-2022
„საპარლამენტო დებატში, ოპოზიციის კრიმინალურმა ნაწილმა, ვერ შეძლო ჯეროვანი წინააღმდეგობა გაეწია მმართველი პარტიის არგუმენტებისთვის, ბევრი მათგანი დარბაზიდან გავიდა, ხოლო დარბაზში დარჩენილებმა უარი თქვეს ხელის აწევით, დაეფიქსირებინათ სურვილი, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით „სამშობლოს ღალატი“ ლიტონი სიტყვები არ არის, ეს კონკრეტული ქმედებაა, რომელიც ქვეყნისთვის საზიანო შედეგს განაპირობებს.
„ქვეყნის ღალატი კონკრეტულ შედეგს განაპირობებს! საქართველოში, ოპოზიციად მიჩნეული კრიმინალური ძალა ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს და ეს დღევანდელ ხელისუფლებას აქტივში არ ჩაეწეროს. როგორც აღმოჩნდა, პარტნიორებთან შეხვედრის ყოველ ჯერზე, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ევროპელები,-არ მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს პოზიციები პირდაპირ თუ არაპირდაპირ ნათლად გამოჩნდა გუშინდელი საპარლამენტო დებატების დროს.
გამოჩნდა ისიც, რომ პატრიოტული და დემოკრატიული მოტივებით შენიღბულ "ოპოზიციას" ამოძრავებს ერთადერთი რამ - ყველგან და ყველაფერში გამოიყენონ ნებისმიერი მისაღები და მიუღებელი საშუალება, ტყუილი და ცილისწამება იმისათვის, რომ როგორმე ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ვინაიდან დემოკრატიული არჩევნების გზით (9 ჯერ) ვერ მოახერხეს ხელისუფლებაში დაბრუნება.
გუშინდელ საპარლამენტო დებატში, ოპოზიციის კრიმინალურმა ნაწილმა, ვერ შეძლო ჯეროვანი წინააღმდეგობა გაეწია მმართველი პარტიის არგუმენტებისთვის, ბევრი მათგანი დარბაზიდან გავიდა, ხოლო დარბაზში დარჩენილებმა უარი თქვეს ხელის აწევით, დაეფიქსირებინათ სურვილი, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. რას უნდა ელოდეს ქვეყანა ისეთი "პოლიტიკოსებისგან", რომლებიც ქვეყნის ინტერესებს პირადი, პარტიული და სხვა ინტერესების შემდეგ მეხუთეხარისხოვნად მიიჩნევენ? ქვეყნისთვის საზიანო ამ მოვლენას თავისი დადებითი მხარეც აქვს, ვინაიდან ყოველ კრიტიკულ სიტუაციაში, საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას ხდება ლუსტრაცია და მოქალაქეები სულ უფრო ნათლად ხედავენ ყველა პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს. გუშინ პარლამენტში ვიხილეთ ოპოზიციად წოდებული კრიმინალების ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები. ისინი ქვეყნის ჩამოშლაზეც თანახმანი არიან, ვინაიდან მართვის სადავეების ხელში ჩაგდების სხვა გზას ვეღარ ხედავენ. „სამშობლოს ღალატი“ ლიტონი სიტყვები არ არის, ეს კონკრეტული ქმედებაა, რომელიც ქვეყნისთვის საზიანო შედეგს განაპირობებს“- წერს ნანა კაკაბაძე.
16-11-2024
16-11-2024