გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ევროპული ინტეგრაციის კუთხით საქართველომ უკვე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება

26-05-2022

„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ისტორიული ამოცანაა და ამისთვის ქვეყანამ უკვე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. 


ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაული რუსთაველის გამზირიდან პირადად მიულოცა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ მედიასთან ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა,  თითოეული ქართველის, მოქალაქის, მათ შორის თითოეული საჯარო მოხელის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ გარკვეული პროგრესი გვაქვს ევროინტეგრაციის კუთხით ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ. 


„საქართველოს მიერ მომზადებული განაცხადი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხარისხიანია, ასოცირებით აღებული  ვალდებულებების შესრულების კუთხით საქართველოს მიღწევები ყველაზე მეტია ასოცირების ტრიოს ფარგლებში. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესასრულებელი ვალდებულებების კუთხით საქართველოს ვალდებულებების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, რაც ნამდვილად ყველაზე მეტია და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930