გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


მიხეილ ჩხენკელი: „26 მაისი უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული, რომელიც ჩვენ, თითოეულ ქართველს გვაერთიანებს!


სრულიად საქართველოს გულითადად ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, მათ შორის, უცხოეთში მყოფ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებსაქართველოს მოქალაქეებს.


საქართველოს თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო და არის ჩვენი ერის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა. ყველამ კარგად ვიცით, რა რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც, საუკუნეების ანმავლობაში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შესწირეს თავი – ის, რომ დღეს ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ სწორედ მათი გმირობისა და თავდადების დამსახურებაა!


დღეს საქართველო ისე, როგორც არასდროს ახლოს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენით ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ისტორიული არჩევანი – საქართველოს ევროპული მომავლისკენ სწრაფვა!


მჯერა, ჩვენი ღირებულებებით, უმდიდრესი ისტორიითა და კულტურით ძალიან მალე დავიბრუნებთ კუთვნილ ღირსეულ ადგილს ევროპულ სივრცეში.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930