26-05-2022
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვეობის ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების ავტოგრაფები, როგორებიც არიან: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, სენატორი ჯონ კენედი, გუბერნატორი რონალდ რეიგანი და ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი პოლიტიკური თუ სამხედრო პირი; ამას გარდა, განსაკუთრებით საინტერესოა ივანე ნანუაშვილის მიმოწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე უკრაინულ, ბელორუსულ, პოლონურ თუ აზერბაიჯანულ ემიგრანტულ ორგანიზაციებთან;
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა, რომელიც მოიცავს გამორჩეული ექსპონატების ფოტორეპროდუქციებს და გამოფენის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ და ამოიკითხონ კიდეც, მაგალითად, რას სწერს პრეზიდენტი ნიქსონი ქართველ ემიგრანტ მოაზროვნეს - ივანე ნანუაშვილს;
გარდა ამისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საზოგადოებას წარუდგენს ივანე ნანუაშვილის სახელობით შრიფტს, რომელიც კალიგრაფმა დავით მაისურაძე მშექმნა;
გამოფენა 27 მაისს, 16:00 საათზე გაიხსნება.
16-11-2024
16-11-2024