30-05-2022
ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ონის მუნიციპალიტეტის მერისა და ახალგაზრდული ასამბლეას თანამშრომლობით, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ფორუმს ფინანსური მხარდაჭერა - People in Need Georgia (PIN) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ უზრუნველყო.
ფორუმის მიზანია: ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობა, კერძო და საჯარო ასევე, სამოქალაქო სექტორებს შორის ახალგაზრდების განვითარებისთვის.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ფორუმის მიზანზე, ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ადგილობრივი განვითარების საკითხებში მათი ჩართულობის ამაღლებაზე. ასევე, რაჭის ახალგაზრდული ანსამბლეის საქმიანობასა და სამოქმედო გეგმებზე.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი - ზვიად მხეიძე, დუშეთის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, ახალგაზრდობის სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ (M.A.P), ასოციაცია "ილი"/ Association "ILI", ახალგაზრდული სათათბირო / Youth Council ორგანიზაციების წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024