გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1 ივნისს SOLO Kids Market-ი გაიმართება

31-05-2022

SOLO მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. 1 ივნისს, ბავშვთა დღეს, SOLO Sunday-სა და შუმბალენდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაკის პარკში  საბავშვო მარკეტი - SOLO Kids Market გაიმართება.

 

ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას სხვადასხვა კატეგორიებიდან წარადგენენ, როგორიცაა: კრაფტი, საბავშვო ტანსაცმელი, ხელნაკეთი სამკაული, აქსესუარები, სათამაშოები, კვება და სხვა. პროდუქციის შეძენა ადგილზე 14:00-21:00 საათამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

 

შუმბალენდის ტერიტორიაზე ასევე დაგვხვდებათ SOLO Sunday-ს კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა მრავალფეროვანი მასტერკლასები. ასევე, სახალისო და გასართობი აქტივობები,  მუსიკალური შოუ, ბავშვებისთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები ოჩოფეხებზე და ა.შ

 

ღონისძიების განრიგი:

  • 14:00 -16:00 - ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის მასტერკლასი
  • 16:00 - 20:00 - სახის მოხატვის მასტერკლასი
  • 16:00 -20:00 - ბუშტების მასტერკლასი

 

„SOLO მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას და დამწყებ მომოვალ მეწარმეებს. მსგავსი ინიციატივების ფარგლებში, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათთვის საერთოსივრცის შექმნას, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საყვარელი ჰობის განვითარება, დასახული მიზნებისა თუ ოცნებების რეალობად ქცევა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. SOLO მათ მომავალშიც არაერთ საინტეესო სიახლეს შესთავაზებს“, - აცხადებს SOLO Lifestyle დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩიქოვანი.

 

ღონისძების დეტალბი

ლოკაცია: ვაკის პარკი, შუმბა ლენდი

დრო: 14:00 -21:00 სთ

თარიღი :1 ივნისი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031