გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ოდიშარია ოდიშარია ბიზნესსექტორს მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტის კიდევ ერთხელ გაანალიზებისკენ მოუწოდებს

27-06-2018

მმართველი გუნდის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, უკანსკნელ ექვს წელიწადში ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რომ გაეთავისუფლებინა ბიზნესი ყველა იმ წნეხისაგან, რომელიც მიუღებელია არა მხოლოდ ამ სექტორისთვის, არამედ ზოგადად დემოკრატიული ქვეყნისათვის.
ოდიშარია ბიზნესსექტორს მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტის კიდევ ერთხელ გაანალიზებისკენ მოუწოდებს.
ამ განცხადებით ოდიშარია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერის ინიციატივას და ოპოზიიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.

„ოპოზიციის შიშველი პოპულიზმი, უსაფუძვლო თავდასხმები და ბრალდებები, როგორც ხელისუფლების, ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და სხვათა მიმართ სამწუხაროდ არახალია და ამას საზოგადოება ხედავს, აანალიზებს და სწორედ ამიტომაც ადამიანები სულ უფრო და უფრო ხშირად, და რაც მთავარია სამარლიანად, დისტანცირდნენ ამგვარი ოპიზიციის მოწოდებებისა და ქმედებებისაგან. მათთვის მთავარია ნებისმიერ წარმატებულ წამოწყებას არ დაერქვას „ქართული ოცნების“ სახელი და მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის ან თუნდაც მასთან ასოცირებული საინვესტიციო კომპანიის. ეს აღარ გვიკვირს თუმცა დასანანია, რომ თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს: მერიის მიერ მიწისქვეშა პარკინგზე ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც საპარკინგე ტერიტორიის შესაბამისი ვალდებულებით 1 ლარად გადაცემას გულისხმობს- არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია განაცხადი. მესმის, რომ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რაც ამ ბიზნესის რენტაბელურობაზე აისახება. მესმის, განსხვავებით, ”თანაინვესტირების ფონდისაგან" რომელმაც პარკინგის მოწყობის ვალდებულება აიღო, ამ ტიპის ქველმოქმედების ტოლფასი აქტივების განხორციელება საშუალებას მოკლებულია, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიზნესსექტორის და განსაკუთრებით კი დაახლოებული პროფილის კომპანიებს, რომ კიდევ ერთხელ გააანალიზონ ეს პროექტი და გვერდში დაუდგნენ საკუთარ საქმეს, ქვეყანას და თბილისს, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა, მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად კვლავ მუნიციპალიტეტს მოუწიოს სუბსიდირება. უკანსკნელ ექვს წელიწადში ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა რომ გაეთავისუფლებინა ბიზნესი ყველა იმ წნეხისაგან, რომელიც მიუღებელია არა მხოლოდ ამ სექტორისთვის, არამედ ზოგადად დემოკრატიული ქვეყნისათვის და ვფიქრობ ამ თვალსაზრისით ჩვენს ხელისუფლებას ემადლიერებიან კიდეც ადამიანები, თუმცა ჩვენი ქვეყანა და მისი გული, თბილისი, ვფიქრობ მხოლოდ მთავრობების საზრუნავი არაა და ამ შემთხვეაში არა როგორც დეპუტატი, არამედ როგრც რიგითი თბილისელი ვისურვებდი რომ მეტი ჩართულობა მენახა ძლიერი კომპანიების მხრიდან. მჯერა რომ სწორედ კერძო - საჯარო ინიციატივებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით შეიძლება ავაშენოთ ის ქვეყანა და საზოგადოება, რომელიც გვსურს მომავალ თაობებს დავუტოვოთ” - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031