გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

1-06-2022

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს თავდაცვის უწყებამ გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.


პირველი ივნისი დაღუპული გმირების შვილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ.


მოზარდები სპორტულ შეჯიბრებებში აკადემიის იუნკერებთან ერთად ჩაერთვნენ. მხიარული სტარტების დასრულების შემდეგ დაღუპული სამხედროების შვილებს საჩუქრები გადაეცათ. სადილის შემდეგ ბავშვები თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ვირტუალურ ბრძოლის სცენებს დაესწრნენ. მოზარდებმა ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და პეინტბოლი.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031