გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენ მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას

3-06-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სლოვაკურ კომპანია „ინობატ ენერჯის" (Inobat Energy) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა წერილს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვა - განვითარების კუთხით. ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მხრიდან განზრახულობათა წერილს ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


„კომპანია „ინობატ ენერჯი" ბატარეების წარმოების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოწინავე ევროპული კომპანიაა. მასთან თანამშრომლობა ითვალისწინებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მოქნილობის და საიმედოობის გაუმჯობესებას, აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვის საპილოტე პროექტის განხორციელებას, რომლის შედეგებზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამ ტექნოლოგიური სიახლის შემდგომი დანერგვა ქვეყნის ენერგეტიკულ მეურნეობაში. ჩვენ მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერვისა და განვითარების პროექტში სლოვაკური კომპანიის „ინობატ ენერჯის" პარტნიორი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930