6-06-2022
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ გორსა და ბორჯომში, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კონფერენციები გამართა. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო, ასევე შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები და შემადგენლობა წარადგინა.
გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, ეკონომიკისა და დასაქმების, რეგიონული პოლიტიკისა და კულტურის მიმართულებით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ხათუნა კვიციანი და ეკა სეფაშვილი. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ხვალ თელავში გაიმართება.
16-11-2024
16-11-2024