გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაერთიანებული სამეფოს ელჩი: უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლისათვის

7-06-2022

მონაწილეობა მივიღე ძალიან სასარგებლო და ცოცხალ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობითა და მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს ეამაყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობის გზით მხარს უჭერს ამ ფორუმს.


„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია, ქვემოთ კი უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მარკ კლეიტონმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031