7-06-2022
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის (IFC) რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტეს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ხაზი გაესვა და დადებითად შეფასდა კორპორაციის მხარდაჭერა საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ექსპორტის სტიმულირების კუთხით.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კორპორაციის ფინანსურ მხარდაჭერაზე ქვეყნის მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისა და მწვანე ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მასზე დამოკიდებულია როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოება.
ასევე გამახვილდა ყურადღება ეკონომიკის სხვა სექტორებზე, მათ შორის, ტურიზმზეც, სადაც კორპორაცია პროექტებს ახორციელებს.
16-11-2024
16-11-2024