8-06-2022
ბერძენიშვილებმა თავის თავს მიხედონ, ვერც კი ხვდებიან ან ხვდებიან და უშვებენ აზრს, როგორ იყენებენ ყინულმჭრელად საქართველოში ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები და როგორ იბრძვიან მათი ხელით და პირით ქართული იდენტობის, საქართველოს ისტორიის, წმინდანი მეფეების წინააღმდეგ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, წმინდანების, მეფეების შეურაცხყოფა, ეროვნული იდენტობის სხვადასხვა მახასიათებლებთან ბრძოლა ნიშნავს, რომ საზოგადოებაში აზრს ტესტავენ. მისივე თქმით, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავს დამოკიდებულებას, ლანძღვას და ნურავის აჯერებენ, თითქოს საკუთარი წარსულის შეურაცხყოფა დასავლური იდენტობის ნაწილია.
„ბერძენიშვილებმა თავის თავს მიხედონ იქიდან გამომდინარე, რომ ვერც კი ხვდებიან ან ხვდებიან და უშვებენ ამ აზრს, როგორ იყენებენ, ყინულმჭრელად საქართველოში ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები და როგორ იბრძვიან მათი ხელით და პირით ქართული იდენტობის, საქართველოს ისტორიის, წმინდანი მეფეების წინააღმდეგ.
დავით აღმაშენებელს შეურაცხყოფდა ეს ხალხი, კონკრეტულად ისინიც მათ შორის, როდესაც მის შთამომავლობას ლანძღავდნენ, შემდეგ ერეკლეს. წმინდანების, მეფეების შეურაცხყოფა, ამ ეროვნული იდენტობის სხვადასხვა მახასიათებლებთან, ნიშნებთან ბრძოლა როდესაც გამოცხადებული აქვთ ადამიანებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყინულმჭრელის ფუნქციას ასრულებინებენ და ტესტავენ საზოგადოებაში აზრს. საქართველო არასდროს შეეგუება მსგავს დამოკიდებულებას, მსგავს ლანძღვას.
ნურავის აჯერებენ, თითქოს საკუთარი წარსულის შეურაცხყოფა დასავლური იდენტობის ნაწილია. რეალურად ღირსება, შენი იდენტობა, ისტორია, ტრადიციის პატივისცემა, კულტურა არის სწორედ დასავლეთი, ევროპა და ევროპულობა. ამას შეეგუონ და ქართველი ხალხის აზრის გატესტვას, განსაკუთრებით ამ მიმართულებით, თავი დაანებონ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024