გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4,3-ჯერ გაიზარდა

9-06-2022

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის I კვარტალში 568.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 435.7 მლნ. აშშ დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება 2021 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებს. ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.


საქსტატის ინფორმაციით, პირველ ადგილზეა ესპანეთი - 196.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 87.2 მლნ. აშშ დოლარით (15.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 67.1 მლნ. აშშ დოლარით (11.8 პროცენტი).


საქსტატის ცნობითვე, 2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930