გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: EPP ისე წარმოაჩენს, რომ ევროპული ღირებულებები დაცული იყო 2004-2012 წლებში, რასაც სისხლიანი 9 წელი ეწოდა და არა 2012-2022 წლებში, როცა ,,ქართულმა ოცნებამ" ყველა დონის არჩევნები მოუგო მოძალადე რეჟიმს

9-06-2022

,,ევროპის სახალხო პარტიას, EPP-ის, რეალურად რომ ადარდებდეს საქართველოში ევროპული ღირებულებები, მაშინ ,,ნაციონალური მოძრაობა" და მათი განაყოფი ,,ევროპული საქართველო" არ უნდა იყვნენ მათი წევრები და ხოლო თავად EPP მათი ლობისტი“ - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

 

მისი თქმით, ვერავითარი ლობირება, ყალბი და დაუსაბუთებელი ბრალდებები ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსკენ და ნატო-სკენ, ეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია.

 

,,ევროპის სახალხო პარტიას, EPP-ის, რეალურად რომ ადარდებდეს საქართველოში ევროპული ღირებულებები, მაშინ ,,ნაციონალური მოძრაობა" და მათი განაყოფი ,,ევროპული საქართველო" არ უნდა იყვნენ მათი წევრები და ხოლო თავად EPP მათი ლობისტი. სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობა" ებრძოდა 2003 -2012 წლებში ევროპულ ღირებულებებს: ადამიანის უფლებები, კერძო საკუთრება და ბიზნესი, მედიის თავისუფლება, კანონის ეზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, ოპოზიციის დევნა და სხვა მრავალი. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური და პარტიული ინტერესები, ლობირება და გულშემატკივრობა აბრმავებს EPP და ისე წარმოაჩენენ, რომ საქართველოში ევროპული ღირებულებები დაცული იყო 2004-2012 წლებში ,,ნაციონალური მოძრაობის" დროს, რასაც საქართველოს მოსახლეობამ სისხლიანი 9 წელი უწოდა და არა ახლა, 2012-2022 წლებში, როცა ,,ქართულმა ოცნებამ" 10 წლის განმავლობაში ყველა დონის არჩევნები მოუგო მოძალადე რეჟიმს და მის განაყოფებს! ვერავითარი ლობირება, ყალბი და დაუსაბუთებელი ბრალდებები ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსკენ და ნატო-სკენ, ეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია და ამ მიზანს ,,ქართული ოცნება" აუცილებლად მიაღწევს! “ - წერს ბოჟაძე facebook -ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930