გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: წლებია EPP გადაუმოწმებლად იმეორებს სააკაშვილის ღალატის პარტიის ანტიეროვნულ გზავნილებს და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებით თვითდაზიანების რეჟიმშია

9-06-2022

„წლებია EPP-ის აქტორები ტირაჟირებენ "ნაცების" პარტსექტანტურ ლოზუნგებს, მაგრამ ქართველთა გული და გონება ვერაფრით მოიგეს. პროცესები პირიქითაა - ჩვენმა ხალხმა გააცნობიერა, რომ სურს ევროპულ ოჯახში, მაგრამ ევროპა რომ EPP და ცალკეული ევროპარლამენტარები არ არიან, ეს უცხადესია“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით გასაოცარი გულუბრყვილობა და პოლიტიკური "ყნოსვის" დაქვეითებაა, როცა ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და მისი მოკავშირეებისგან ვისმენთ, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიზნები ერთმანეთს აცდენილია.


„გასაოცარი გულუბრყვილობა და პოლიტიკური "ყნოსვის" დაქვეითებაა, როცა ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და მისი მოკავშირეებისგან ვისმენთ, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიზნები ერთმანეთს აცდენილია. თურმე საქართველოს მთავრობა პრორუსულია და ხალხი - პროევროპელი. ამ გამრუდებული ლოგიკით, საქართველოს ელექტორატის უმრავლესობაც "პრორუსულია". 2012 წლიდან ყველა არჩევნები, საერთაშორისო სტანდარტებით, თავისუფალი, დემოკრატიული და ლეგიტიმურია. თუ პროევროპელი ამომრჩეველი შეამჩნევდა, რომ "ქართული ოცნება" რუსეთისკენ მიექანება, რაც უდიდესი ტყუილია, ბუნებრივია, აირჩევდა სხვა ალტერნატიულ ძალას. წლებია EPP უსინდისოდ, გადაუმოწმებლად იმეორებს სააკაშვილის ღალატის პარტიის ანტიეროვნულ გზავნილებს და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებით თვითდაზიანების რეჟიმშია. ის, რომ ევროპის სახალხო პარტიის "ქოლგის" ქვეშ ორი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" - ამით ყველაფერია ნათქვამი. წლებია EPP-ის აქტორები ტირაჟირებენ "ნაცების" პარტსექტანტურ ლოზუნგებს ("პოლიტიკური პატიმრები", "მიტაცებული ქვეყანა", "კრემლის ოლიგარქი ივანიშვილი", "აუცილებელი სანქციები" და ა.შ.), მაგრამ ქართველთა გული და გონება ვერაფრით მოიგეს. პროცესები პირიქითაა - ჩვენმა ხალხმა გააცნობიერა, რომ სურს ევროპულ ოჯახში, მაგრამ ევროპა რომ EPP და ცალკეული ევროპარლამენტარები არ არიან, ეს უცხადესია“- წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031