10-06-2022
სანქცია არის სასჯელი, რეაგირება რაღაც დარღვევაზე. როდესაც ვსაუბრობთ სანქციის შესაძლებლობაზე, მისი ამოქმედების წინაპირობაზე - რა მოქმედებასთან, რა კანონდარღვევასთან დაკავშირებით?!, - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.
„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან სასაცილო არგუმენტი, როდესაც 10-წამიანი სატელეფონო ზარი შედგა, რა ფაქტობრივ გარემოებებზე ვსაუბრობთ, როდესაც ამხელა მძიმე ბრალდებაზეა საუბარი და ისე მაღლა არის აწეული ბრალდების თამასა, რომ გავარჩიოთ, საგნობრივი რეაგირება მოვახდინოთ და უარვყოთ ეს არგუმენტი. ჩვენ არ გვაპირისპირებენ იმდენად წონად არგუმენტებს და ფაქტებს, რომ კვალიფიციური და არგუმენტირებული პასუხი მივცეთ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მისი თქმით, თუ ეს პროცესი ასე განვითარდა და არ დაეყრდნო არანაირ საფუძველსა და მტკიცებულებით მასალას, დამატებითი განმარტებები გაკეთდება ბატონი ივანიშვილის მიერ.
16-11-2024
16-11-2024