გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა არეშიძე: სანამ არ იქნება ოფიციალურ დონეზე დადასტურება ამა თუ იმ დამნაშავე პირის გარდაცვალების შესახებ, ის საერთაშორისო სამართლით დევნის ობიექტად ითვლება

28-06-2018

ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა დამნაშავე სპეციალურად ავრცელებს ცნობებს, ინფორმაციებს, რომ თითქოს გარდაცვლილია, რომ დაემალოს მართლმსაჯულებას და მასზე ძებნა არ განხორციელდეს.
ასე ეხმაურება არეშიძე ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში იმ ადამიანების შეყვანას, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილები არიან. 

„არიან ადამიანები, ვისაც ჩადენილი აქვთ სერიოზული დანაშაულებები და მათი გარდაცვალება დადასტურებულია ოფიციალურად, შესაბამისი საბუთებით, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის. კი ბატონო, გავრცელებული ინფორმაციით, ვიცით, რომ ამ სიაში მყოფი ოთარ ტურანბა სავარაუდოდ გარდაცვლილია, მაგრამ დოკუმენტალურად ეს დადასტურებული არ არის, თავად აფხაზებისთვისაც კი. ასეთ მძიმე დანაშაულებებზე როდესაც არის სუაბარი, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი სახელ და გვარს იცვლის. არის შემთხვევები, როცა დამნაშავე სპეციალურად ავრცელებს ცნობებს, ინფორმაციებს, რომ თითქოს გარდაცვლილია, რომ დაემალოს მართლმსაჯულებას და მასზე ძებნა არ განხორციელდეს. ასეთი არაერთი ფაქტი არსებობს არა მარტო ჩვენს რეგიონში არამედ საერთაშორისო პრაქტიკაშიც. ასე რომ, ვიდრე პირის გარდაცვალება დოკუმენტურად არ იქნება დადასტურებული, საერთაშორისო სამართლი მას ძიების ობიექტად მიიჩნევს. ჩვენ კი არა, აფხაზურ მხარესაც კი არა აქვს ოფიციალური დადასტურება იმის, რომ ეს ადამიანები მართლა გარდაცვლილები არიან. აქედან გამომდინარე, ამ სიის მიმართ ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ინტერპოლის საერთაშორისო ძებნილთა სიას. აღმოაჩენთ, რომ წითელი ცირკულარით დღესაც იძებნება არაერთი ადამიანი, მათ შორის საქართველოდან, რომლებიც სავარაუდოდ გარდაცვლილნი არიან, თუმცა ვინაიდან არ არსებობს ამის ოფიციალური დადასტურება, ისინი კვლავ რჩებიან საერთაშორისო ძებნილთა სიაში“, - აცხადებს მამუკა არეშიძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031