გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის რეაქცია იმ უსამართლობაზე, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

13-06-2022

დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის რეაქცია იმ უსამართლობაზე, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.


„ამას წინ უძღოდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები. მაგალითად სამადაშვილი ამბობდა ასეთ საინტერესო რამეს, რომ კანდიდატობის მინიჭება უკეთესია ჩვენთვის, ანუ საქართველოსთვის, რადგან ისეთი ვალდებულებები ჩაიდება, რომ ხელისუფლებას ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევს. ანუ რას ნიშნავს ეს? ევროკავშირის დებს ისეთ ვადებულებებს, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას წავიდეს. ეს არის სამადაშვილის მოლოდინი. ძალიან გაუგებარია. ასეთ განცხადებებზე ბუნებრივია ჩვენს კოლეგებს აქვთ რეაქცია და მათ შორის ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძის რეაქციაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728