13-06-2022
ახალი სპორტის სასახლე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. ქართველი ხელოვანები და უკრაინელი ვარსკვლავი სცენაზე ომში დაზარალებული უკრაინელების დახმარების სურვილით გაერთიანდნენ.
კონცერტი, რომელიც ტელეკომპანია იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ფონდის „გადავარჩინოთ უკრაინა“ ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. იგი უკრაინელმა მომღერალმა ოლია პოლიაკოვამ დახურა. თუმცა, კონცერტამდე ეთერში სულ სხვა ანონსი გადიოდა.
საქველმოქმედო კონცერტზე საქართველოში უკრაინელი სუპერ ვარსკვლავები ტინა კაროლი, პოპ მომღერალი ნადია დოროფეევა, უკრაინული ბენდი კაზკა, ალინა პაში, უკრაინელი მომღერალი და კომპოზიტორი მონატიკი და ტელეწამყვანი მაშა ეფრასინინა უნდა ჩამოსულიყვნენ.
დეტალები კონცერტამდე ერთი თვით ადრე შეთანხმდა. მოულოდნელად, უკრაინელმა სუპერ ვარსკვლავებმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, რაც ორგანიზატორებისთვის უცნაური და მოულოდნელი იყო.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა შეტყობინებების ვრცელი ტექსტი რუსულად, რომელიც რამდენიმე მომღერლის პროდიუსერს დაეგზავნა და რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, ტელეკომპანია „იმედი“ იყო.
“იყვნენ ძალიან გულანთებულები, ტექნიკური ნაწილი მოგვარებული გვქონდა უკვე, სასტუმრო და ბილეთებიც შეძენილი იყო უკვე.
შემდეგ კი ერთ-ერთმა არტისტმა მითხრა, რომ ხორციელდებოდა მათთან შეტყობინებების და ზარების განხორციელება”- განაცხადა ირაკლი მაქაცარიამ.
სახელების დონეზე გვეუბნებოდნენ ვინ ურეკავდათ და რა ტექსტს ეუბნებოდნენ. ჩვენ შეტყობინებები გვაქვს, რომელსაც ეს ადამიანები აგზავნიდნენ რომ ისინი აქ არ ჩამოსულიყვნენ.
არ მინდა დავიჯერო, რომ კარგი არტისტი შეიძლება ცუდ საქმეს აკეთებდეს, მაგრამ გაჟღერდა ორი ადამიანის სახელი და გვარი. ეს არის ნინო ქათამაძე და ბუბა კიკაბიძე. კიკაბიძის სახელით ვინ უკავშირდებოდა წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ მინდა მჯეროდეს რომ ეს იყო მისი სახელით სპეკულირება”- განაცხადა ნოე სულაბერიძემ.
1-11-2024
1-11-2024