გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37%-ით გაიზარდა

13-06-2022

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 913.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.0 პროცენტით მეტია.


საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 091.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 821.4 მლნ. აშშ დოლარი (37.3 პროცენტით მეტი).


უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მაისში 2 729.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930