გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ქალაქ დნეპრის მერი, ბორის ფილატოვი შეეხო ალექსეი არესტოვიჩს, რომელსაც "მოლაპარაკე უკანალად" მოიხსენიებს, ასევე - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვს და უშიშროების სამსახურის უფროს ბაკანოვს

13-06-2022

ბორის ფილატოვი შეეხო ალექსეი არესტოვიჩს, რომელსაც "მოლაპარაკე უკანალად" მოიხსენიებს, ასევე - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვს და უშიშროების სამსახურის უფროს ბაკანოვს. "როგორც ჩანს, ზოგიერთი ამხანაგისთვის კიევში ომი უკვე დასრულდა," - ბრძანებს ფილატოვი - "პატივცემულო ბატონებო დანილოვ, ბაკანოვ და დანარჩენებო, დაამყარეთ წესრიგი ბანდიტებთან მიმართებაში, ნუ იქცევით ისე - თითქოს პრობლემა არ არსებობდეს" - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ბორის ფილატოვის განცხადებაზე.

 

„ქალაქ დნეპრის მერი, ბორის ფილატოვი ემუქრება პრეზიდენტ ზელენსკის უახლოეს გარემოცვას მათზე მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებით, თუ კი ისინი არ გაწყვეტენ თავის კავშირებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან. ბორის ფილატოვი შეეხო ალექსეი არესტოვიჩს, რომელსაც "მოლაპარაკე უკანალად" მოიხსენიებს, ასევე - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვს და უშიშროების სამსახურის უფროს ბაკანოვს. "როგორც ჩანს, ზოგიერთი ამხანაგისთვის კიევში ომი უკვე დასრულდა," - ბრძანებს ფილატოვი - "პატივცემულო ბატონებო დანილოვ, ბაკანოვ და დანარჩენებო, დაამყარეთ წესრიგი ბანდიტებთან მიმართებაში, ნუ იქცევით ისე - თითქოს პრობლემა არ არსებობდეს". "რაც შეეხება დავით არახამიას," - განაგრძობს ფილატოვი - "მე ვურჩევდი მას მეგობრების სწორ შერჩევას. ნუ მაიძულებთ, ავლაპარაკდე! თორემ ძალიან ბევრ თქვენგანს მსოფლიო მასშტაბით მოეჭრება თავი. დამიჯერეთ, ძალიან დიდი შესაძლებლობები მაქვს და უზარმაზარი კავშირები!" - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031