გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს; ჯერი ევროკავშირზეა

13-06-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და რეზოლუციასთან დაკავშირებით, მედიის მხრიდან დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ საქართველო.


„პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო - საქართველო. გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჯერი ევროკავშირზეა. ჩვენი მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას ამ საპატიო სტატუსის მისაღებად. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს ეყოფათ პოლიტიკური ნება საქართველოს დაუფასონ ის რეფორმები და ის დემოკრატიის ხარისხი, რაც გამოიხატება მათ პოლიტიკურ ჟესტში. შემდეგ, უკვე დაიწყება კიდევ უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930