13-06-2022
„ძალას იკრებს მცდელობა აქაური ნაძირალების მეშვეობით ქვეყანა ააყირაონ და ომში ჩაგვაბან! 24 თებერვლიდან მოყოლებული, რა ხერხს და მეთოდს არ მიმართავენ: გაცხადებული თვითმფრინავით გაგვიშვით საომრად მოხალისეებიო, საქართველოს ხელისუფლება რატომ არ უერთდება სანქციებსო, საქართველო შავი ხვრელით ეხმარება რუსებსო, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსები ბომბავენ უკრაინელებსო და ამას აკეთებენ ტელევიზიებით, პარლამენტში, მიტინგებზე.
ქვეყნის ომში ჩაბმა უნდათ და ამ დროს საკუთარი შვილები და ახლობლები გადამალული ჰყავთ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
„კიდევ ვიმეორებ სახელმწიფო გადატრიალების და ომის საფრთხე რეალურია! ანუ ძალას იკრებს მცდელობა აქაური ნაძირალების მეშვეობით ქვეყანა ააყირაონ და ომში ჩაგვაბან! ამიტომაც აუცილებელია ქართველებმა ამ ერთხელ მაინც გამოვიჩინოთ ჭკუა, გონება და დავდგეთ ერთად შინაური თუ გარეული ყველა ნაგავ-ნაძირალა, მოღალატის წინააღმდეგ! ესენი ამას აკეთებენ დიდი თანხების სანაცვლოდ! დაუკვირდით: 24 თებერვლიდან მოყოლებული, რა ხერხს და მეთოდს არ მიმართავენ: გაცხადებული თვითმფრინავით გაგვიშვით საომრად მოხალისეებიო, საქართველოს ხელისუფლება რატომ არ უერთდება სანქციებსო, საქართველო შავი ხვრელით ეხმარება რუსებსო, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსები ბომბავენ უკრაინელებსო.......და ამას აკეთებენ ტელევიზიებით, პარლამენტში, მიტინგებზე... ქვეყნის ომში ჩაბმა უნდათ და ამ დროს საკუთარი შვილები და ახლობლები გადამალული ჰყავთ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში! ამათ სურთ საქართველოს მოსახლეობის გამოყენება საზარბაზნე ხორცად! და ქვეყნის წაშლა პოლიტიკური რუკიდან და საერთოდ სამყაროდან!
დამერწმუნეთ ყველას ცალ ფეხზე ჰკიდია საქართველო ქართველების გარდა(მეხუთე კოლონას გამოვრიცხავ ისინი დაინტერესებულნი არიან ფულის სანაცვლოდ ომით)! ჭკუით და ფრთხილად ქართველებო შხამიანი გველები ჩვენს უბეებს უახლოვდებიან! ომი მერე არავის გაარჩევს ვინ მტყუანია და ვინ მართალი! ვინ ღარიბია და ვინ მდიდარი! ვინ გრიშისტია და ვინ მიშისტი! მთავარია არ დაიწყოს! თორემ....დედას დრო არ ექნება შვილი ხელში აიყვანოს! შვილმა მშობელი და დედმამიშვილებმა ერთმანეთი მოიკითხონ! გონიერად თუ არ ვიქნებით, აი ეს დროება მოგველის!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.
1-11-2024
1-11-2024