გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა

14-06-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტში,  ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე შპს „ფირმა ლომთაგორას“ ორგანიზებით გაიმართა.  ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.


„სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მარცვლეულის წარმოების განვითარებას, მოკლებული იქნება აზრს, რომ არა, ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა თესლის წარმოების განვითარება, ახალ, მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე მუშაობა. ლომთაგორას მეურნეობაში სწორედ ხორბლის სათესლე მასალის გამოყვანა ხდება. საქართველოში უკვე გვაქვს ხორბლის ჯიშები, რომლებიც 7-8-10 ტონიან მოსავალს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯები, ხელს შეუწყობს ჩვენი დამოუკიდებლობის ზრდას, არამარტო სათესლე მასალაზე, არამედ მთლიანად სასურსათო ხორბლის წარმოებაზე. სახელმწიფო გეგმავს და მომავალში განახორციელებს პროგრამებს, რომელიც ხორბლის და მარცვლოვანი კულტურების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო, როგორც მსოფლიოს სასელექციო სახეობის, ასევე  ქართული ადგილობრივი სელექციისა და ენდემურ-აბორიგენული ჯიშები.


ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031