გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14-06-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ქ. ბათუმში ფარნავაზ მეფის ქ.N36-ში არსებული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რესტავრაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს.


შეკეთდება და მოწესრიგდება ლითონის ჭვირული აივნები და ხის შემინული გალერეა-აივნების სისტემა. მოხდება ინტერიერში შემორჩენილი მხატვრული ელემენტების კედლებისა და ჭერის ნალესი პროფილების გამაგრება. შეიცვლება შენობის სახურავი.


XX საუკუნის დასაწყისში აშენებული შენობა თავისი სისადავითა და მშენებლობის ტექნიკით ბათუმის საცხოვრებელი სახლის საფასადო გაფორმების საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031