გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გიგაური 20 წელია ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე ენჯეოს ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან

15-06-2022

პირდაპირი აზრის მომწიფების მცდელობა იყო ის, რასაც ამბობდნენ გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილმა გააგრძელა ეს ყველაფერი და ა.შ. მედია საშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ცხინვალის და სოხუმის აღება. ეს იყო მათი რიტორიკა, ეს იყო აზრის მომწიფების მცდელობა, რაც ჩაუვარდათ. ახლა გასაგებია, რომ გიგაური უკან იხევს იმიტომ, რომ არ გამოუვიდა აზრის მომწიფება, თუმცა საზოგადოებას ახსოვს აბსოლუტურად ყველაფერი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ მოიყვანა ეკა გიგაურის ციტატა, სადაც იგი ამბობს - „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ“.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გიგაური ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს ამბობდა. მისივე თქმით, ეკა გიგაურის ეს განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ დასავლეთია დაინტერესებული მეორე ფრონტით.

 

„ეკა გიგაური როდესაც ამას ამბობს, 20 წელია ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე ენჯეოს ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან, როდესაც ამას ამბობს, მერე ეს ვიღაცისგან მიეწერება დასავლელ პარტნიორებს, ამიტომ, იქ მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი განცხადების უარყოფა მყისიერად. როდესაც უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილი და სხვები ამ განცხადებებს აკეთებენ და მერე სელფებს იღებენ უცხოელ დიპლომატებთან თუ პარტნიორებთან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გამიჯვნა ასეთი განცხადებებიდან. როდესაც ვიღაცეები ცდილობენ მოამწიფონ აზრი მეორე ფრონტის შესახებ და ამას არავინ ემიჯნება, ეს რა თქმა უნდა აჩენს გარკვეულ საფუძველს თუ საბაბს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930