გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

15-06-2022

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ წილკანში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. წილკანში, კომპანია „ტიმეოს" ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანია სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო.


კომპანია „ტიმეომ" ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. უმაღლესი სტანდარტების ქარხანას, მინიჭებული აქვს უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერთიფიკატი. საწარმოში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივები.


წილკანში მდებარე ლოკოკინების ახალი საწარმო, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, ყოველწლიურად 1000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე გაიტანს საფრანგეთში. კომპანია ტიმეო-მ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ყველაზე დიდ ფრანგულ კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც კომპანია „ესკალი", რომელიც ფრანგულ ბაზარზე მოლუსკების და თევზეულობის მხრივ უპირობო ლიდერია, მთლიანად შეისყიდის ქართული საწარმოს მიერ გადამუშავებულ ლოკოკინას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930