გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიხეილ თამარაშვილის არქივის კიდევ ერთი ნაწილი გადაეცა

15-06-2022

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მიხეილ თამარაშვილის ფონდს, საჩუქრად მიხეილ თამარაშვილის არქივის კიდევ ერთი ნაწილი, კერძოდ, თამარაშვილის მიერ გადაღებული კასტელის ჩანახატები და ამ ჩანახატების თამარაშვილისეული ანოტაციები და განმარტებები გადაეცა.


უმნიშვნელოვანესი მასალები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადსამღვდელო დიმიტრიმ (შიოლაშვილი) გადასცა, რომელიც შიოლაშვილების ოჯახში იყო დაცული.


მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი მასალა დახარისხებული იყო მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმისწულის, გიორგი (გოგი) შიოლაშვილის მიერ და გოგის უმცროსმა ძმამ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა, რითაც ცენტრში დაცული მიხეილ თამარაშვილის ფონდი მნიშვნელოვნად გამდიდრდა.


კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროცნული ცენტრი მაღალყოვლადსამღვდელო მეუფე დიმიტრის მადლობას უხდის უმნიშვნელოვანესი მასალებისთვის, რომელიც ცენტრისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი შენაძენია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930