გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: თუ დავით არახამია ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის მილიონობით რუბლის გადარიცხვას გულისხმობდა გამოდის, რომ მართალია, მაგრამ ხოშტარიას ასეთი ჩაშვება რაში დაჭირდა?

16-06-2022

ექსპერტი დავით ქართველიშვილი მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ გავრცელებულ სკანდალს ეხმიანება, რითაც ცნობილი გახდა, რომ ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

 

მისი თქმით, როდესაც დავით არახამია საუბრობდა, რომ რუსული კომპანიები ქართულ სუბიექტებს იყენებენ სანქციების ასარიდებლად, ამაში თუ ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის მილიონობით რუბლის გადარიცხვას გულისხმობდა, მაშინ იყენებს და რას ვერჩით.

 

„რაო DJ David Braun-მა - რუსული საბანკო სისტემაო ინტენსიურად იყენებსო ქართულ საბანკო სისტემასო? თუ ლЯკა ხოშტარიას ოჯახისთვის მილიონობით რუბლის გადარიცხვას გულისხმობდა, რომლითაც ხოშტარიები ბათუმში თურმე უძრავ ქონებას იძენენ - გამოდის, რომ იყენებს და ეგაა, რას ვერჩით. მაგრამ საკუთარი გუნდის წევრის - ხოშტარიას ასეთი ჩაშვება, არახამიას რაში დაჭირდა?“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930