გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში 11 200 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

16-06-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, ვიცე-მერი, გიორგი ლომთაძე და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ზაზა ზოსიაშვილი ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან დეტალურად განიხილეს თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.


დავით ჩერქეზიშვილმა აღინიშნა, რომ პროექტები მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი ეფექტური განხორციელება, ასევე აუცილებელია დაცული იყოს ვადები და ხარისხის მაღალი სტანდარტი. ნებისმიერ კონტრაქტორს მოეთხოვება სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება.


მხარეები სამუშაო პროცესში კოორდინირებულ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში 11 200 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რომელთა შორის განსაზღვრულია გელათის ქუჩის სრული რევიტალიზაცია, საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების, ფასადების, გზების, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების, წყალმომარაგებისა და რეკრეაციული ზონების რებილიტაცია, ასევე სპრტული მოედნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.


აგრეთვე, დამატებით დაგეგმილია 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოების განხორციელება, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930