გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ოქტომბერი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია მიმინოშივილი: თუ გამოცდა 9-ზე იწყება აბიტურიენტი 8-ზე უნდა გამოცხადდეს და წყალი აუცილებლად პლასტმასის ბოთლით მოიტანოს

29-06-2018


გამოცდების ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, კონდიცირების სისტემა პილოტირების რეჟიმში წელს მხოლოდ რუსთავში მოეწყო.

მისივე თქმით, საგამოცდო ცენტრებში ტექნიკა დღის ბოლომდე გამართული იქნება.

„მინისტრის პირადი ინიციატივა იყო კონდინცირების სისტემა შემოეღო ყველა საგამოცდო ცენტრში, მაგრამ წელს, პილოტირების რეჟიმში რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან დაიწყო, იმიტომ რომ რუსთავის საგამოცდო ცენტრი არის, ასე ვთქვათ, ყველაზე ცხელი.
ყველა საგამოცდო ცენტრში გამართულია ტექნიკა, უფრო სწორად, ბოლო დღეა, როცა გამართული უნდა იყოს ტექნიკა, და ხვალ, 30 ივნისს, დაგეგმილი გვაქვს ტექნიკური რეპეტიცია, როცა ყველა საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი იქნება ადგილზე და ჩვენ შევამოწმებთ ამას. 
პირობითად ვამბობ, თუ გამოცდა 9 საათზეა, აბიტურიენტი აუცილებლად 8 საათზე უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში. აბიტურიენტმა უნდა მოიტანოს წყალი აუცილებლად პლასტმასის ბოთლით“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს დაიწყება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031