გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: 20 ივნისის აქცია არის მცდელობა კიდევ ერთხელ ჩაძირონ საქართველო ხანგრძლივი დაპირისპირების და ქაოსის მორევში

19-06-2022

 “აქციის სხვადასხვა ჯურის თავკაცები ვერცერთი პარამეტრით ვერ ჩაითვლებიან ევროპულობის სიმბოლოებად ან მაგალითებად. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მის შემდეგაც. მათი ბიოგრაფიები არის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი” - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციას.

 

მისი თქმით მათ კარგად უწყიან აქციების ზეგავლენით ევროკავშირი გადაწყვეტილებას არ ღებულობს და უკვე მიღებულს არ ცვლის.

 

“ჩემს ერთ-ერთ ბლოგში „20 ივნისის საზოგადოება“ ვუწოდე მათ, ვინც ამ თარიღის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. ეხლაც, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის დროშით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებენ, რომ „მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვან,“ „20 ივნისით არაფერი მთავრდება,“ და ა.შ. მათ კარგად უწყიან, ისევე როგორც ყველა ჩვენ, რომ აქციების ზეგავლენით ევროკავშირი გადაწყვეტილებას არ ღებულობს და უკვე მიღებულს არ ცვლის. მინიმუმ 3 მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ რიგითი მოქალაქე 20 ივნისის აქციაზე არ მივიდეს.

 

1/ აქციის სხვადასხვა ჯურის თავკაცები ვერცერთი პარამეტრით ვერ ჩაითვლებიან ევროპულობის სიმბოლოებად ან მაგალითებად. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მის შემდეგაც. მათი ბიოგრაფიები არის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი.

 

 2/ ევროპული გზით შეფუთული აქცია სინამდვილეში არის დესტაბილიზაციის წინასამზადისი და ეს „კინო“ უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისს, თუ როგორ გადაიქცა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად

 

3/ 20 ივნისის აქცია არის მცდელობა კიდევ ერთხელ ჩაძირონ საქართველო ხანგრძლივი დაპირისპირების და ქაოსის მორევში, გამომდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგებით. გინდათ ეს?” - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930