გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ფსევდო-პატრიოტებს და ფსევდო-მედასავლეთეების გასაგონად! საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერი არის სწორედ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა

22-06-2022

,,ფსევდო-პატრიოტებს და ფსევდო-მედასავლეთეების გასაგონად! საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერი არის სწორედ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, და ეს განახორციელა და გააფორმა სწორედ რუსეთმა 2008 წელს” - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, თუ ვინმეს ჰგონია რომ ოკუპირებული რეგიონებით, უკრაინას ან მოლდოვას ევროკავშირში მიიღებენ, ძალიან ღრმად ცდებიან.

 

,,ფსევდო-პატრიოტებს და ფსევდო-მედასავლეთეების გასაგონად! საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერი არის სწორედ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, და ეს განახორციელა და გააფორმა სწორედ რუსეთმა 2008 წელს. შესაბამისად, გნებავთ ირაკლი ღარიბაშვილი გნებავთ ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც რეალისტურად უყურებს სიტუაციას, ილუზიებში არ დაფრინავს, ვერ ეტყვის ვერც ჩვენს მოსახლეობას და ვერც საერთაშორისო აუდიტორიას ტყუილს, რომ თითქოს საქართველოს მისი ოკუპირებული რეგიონებით ალიანსში მიიღებენ.

 

ვინც ამას ამბობს, არის ან უბრალოდ ბრიყვი ან ჩვეულებრივი ცრუპენტელა. მოსინჯეს მავანთ ვარიანტი, რომ ნუ განავრცობთ NATO-ს 5-ე მუხლს სეპარატისტულ რეგიონებზე და მაშინ შეიძლება მიგიღოთო. თუმცა, თავად NATO-ში უარყვეს ეს იდეა. ყელყელაობას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ ცოტა ჭკუას ძალას თუ დაატანთ არ გაწყენდათ!

 

P.S. და კიდევ, თუ ვინმეს ჰგონია რომ ოკუპირებული რეგიონებით, უკრაინას ან მოლდოვას ევროკავშირში მიიღებენ, ძალიან ღრმად ცდებიან” - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930