22-06-2022
დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს.
„ახლა წაგიკითხავთ გვარებს, წეღან რომ აღშფოთდით, ახლა უფრო აღშფოთდებით. დიმიტრი შაშკინი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის. დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო. თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი. მიყურეთ ახლა და ასეა. 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან. ახლა თქვენი პარტიის თავმჯდომარე ვინ არის, გამახსენეთ? კობა ნაყოფია ვინ არის? კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემდეგ შემოვიდა 20 აგვისტოს. ძალიან ბევრია, მთელი სიაა. ამაზე გაკეთებული იყო გადაცემები, სიუჟეტები და ბევრს მოგიწიათ თავის მართლება", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024