გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: საქართველოში შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დავბრუნდები

30-06-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრებმა მიხეილ სააკაშვილმა, "რუსული საერთაშორისო ტელევიზიის“ (RTVi) ჟურნალისტებს ეკატერინე კოტრიკაძეს და ვლადიმერ ლენსკის, პროგრამა «Эфир»-ის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ინტერვიუ მისცა. 


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:


პროგრამის წამყვანი: მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გაასამართლეს დაუსწრებლად, ამჯერად უკვე მას თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით. ამჟამად საქართველოს ექს-პრეზიდენტი სამშობლოდან შორს, სავარაუდოდ, ევროპაში იმყოფება... 


-და ახლა მიხეილ სააკაშვილი ჩვენ ტელეფონით გვიკავშირდება. გამარჯობა მიხეილ, სად იმყოფებით?


- ახლა ნიდერლანდებში ვარ. საერთოდ კი მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ, ევროპაშიც.


- როგორ აღიქვით თბილისს საქალაქო სასამართლოს მიერ თქვენს მიმართ გამოტანილი ვერდიქტი?


- ყოველი ობიექტური ადამიანი აცნობიერებს, თუ რაშია საქმე. ეს ქართველმა ხალხმაც კარგად იცის. ეს არის „გაზპრომის“ უდიდესი კერძო აქციონერის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შიშის გამოვლენა. პირველ რიგში, მან კარგად იცის, რომ როგორც კი მე ფეხს დავადგამ თბილისის მიწას, მისი რეჟიმი რამდენიმე დღეში დაემხობა. მეორე - არსებობს ვლადიმერ პუტინის მკაფიო დავალებაც. რუსეთის პრეზიდენტი ისე არაფერს იტყვის, მე რომ არ მახსენოს. მას ჩემი სახელის გამო სიბრაზისაგან ტანში ჟრუანტელი უვლის. სწორედ მან გასცა დავალება ჩემი გასამართლების თაობაზე. საერთოდ კი ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მთავარ მოწმედ ნინო ბურჯანაძეა წარმოდგენილი. იგი პროკურორს მოუყვა, რომ თითქოს მე მას საიდუმლო გავანდე რომელიღაც დეპუტატის ცემაზე...


- ჩვენს მაყურებლებს შევახსენებ, რომ ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ოპონენტს წარმოადგენს, თანაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია...


- ნინო ბურჯანაძე ჩემი პოლიტიკური ოპონენტი არ არის. ის არის ძალიან დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც არაერთხელ შეხვდა ვლადიმერ პუტინს [საქართველოსთან] ომის შემდეგ, მასთან ერთად მიიღო სამხედრო აღლუმი მოსკოვში. ნინო ბურჯანაძე არის ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ იღებს ფულს პუტინისაგან და ამას არც მალავს. აი, როგორი ადამიანია მთავარი მოწმე. ყველაფერი იოლად გამოსაცნობია... (...)


- მინდა გკითხოთ საქართველოში თქვენი დაბრუნების თაობაზე. ახლა სოციალურ ქსელებს ვკითხულობ... თბილისელ პოლიტოლოგებსაც ვესაუბრე და ბევრი ამბობს, რომ თქვენს მიმართ გამოტანილი სასამართლოს ვერდიქტის მიზანია ხელი შეგიშალონ და საქართველოში ვერ დაბრუნდეთ...


- რა თქმა უნდა.


- მაგრამ თქვენ მართლაც დაბრუნდებით საქართველოში?


- საქართველოს ხელისუფლება კიევთან ჩემს შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებდა. მე უკვე უკრაინის ხელისუფლების მიერ ვიყავი დაკავებული, როცა პეტრო პოროშენკო მათ ეუბნებოდა - წაიყვანეთ და ქართულ ციხეში ჩასვითო, მაგრამ ივანიშვილი არ დათანხმდა.  ბიძინა ივანიშვილს ჩემი ეშინია. როგორი განაჩენიც არ უნდა გამომიტანონ, თბილისში მაინც ჩავალ.


- როდის?


- ალბათ, საპრეზიდენტო არჩენების დროს, შემოდგომაზე. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს. გააყალბებს, მაგრამ არ გაუვა. საბოლოო ჯამში ვერაფერი უშველის.


- ესე იგი, თქვენ  საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაბრუნდებით?


- დიახ. სხვათა შორის, მინდა პირველ განაჩენს შევეხო, რომლის შესახებაც დასავლელი ჟურნალისტები რატომღაც წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი „ბანკირის [სანდრო გირგვლიანის] მკვლელობის“ გამო გაასამართლესო. მე არანაირი კავშირი არ მაქვს არც მის მკვლელობასთან და არც ცემასთან - ისევე როგორც კენედის, ან ტროცკის ნაჯახით მკვლელობასთან. „ბანკირის მკვლელობის საქმე“ იყო ყოფითი ინციდენტი, რომელიც ახალგაზრდა კაცის მოკვლით დასრულდა... (...)


- დიახ, გასაგებია. დავუბრუნდეთ თქვენი საქართველოში დაბრუნების საკითხს. თქვენ ამბობთ, რომ შემადგომითო. ვთქვათ, დაგაკავეს. რას გეგმავთ ასეთი შემთხვევისათვის? გაქვთ რაიმე გეგმა საერთოდ?


- მე საქართველოში დავბრუნდები. მათ რომ ჩემი დაჭერა შეძლებოდათ, უკრაინიდან დიდი ხნის წინ ჩამიყვანდნენ თბილისში. მათ ჩემი დაკავება არ შეუძლიათ, რადგან რეალურად ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს. მე საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვარ. მე შევქმენი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცეში. მე ის კაცი ვარ, რომელმაც საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გამოაჩინა. ჩემს  პრეზიდენტობამდე საქართველო მსოფლიოს რუკაზე საერთოდ არ ჩანდა. მე შევქმენი ყველა თანამედროვე ქართული ინსტიტუტი, მათ შორის სამართალდამცავი სისტემა. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა [ბოლომდე ვერ დავასრულე] და იმავე დონეზეა, როგორიც დავტოვე... ამიტომაც ოლიგარქისათვის, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნაწილი ვერ გახდა, ციხეში ჩემი ჩამწყვდევა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს. 


- ხალხის ქუჩაში გამოყვანა თუ გაქვთ დაგეგმილი? გაქვთ მიტინგების გამართვის ან რევოლუციის გეგმები? ეს ყველაფერი თქვენთვის უკვე ნაცნობია...


- ვთვლი, რომ საქართველოს ახალი რევოლუცია არ ჭირდება. საქართველოს ჭირდება ხელისუფლების ცვლილება საპრეზიდენტო არჩევნების დახმარებით. ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით, პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არიან ძალები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც არ შეურიგდებიან მოსკოვიდან გამოგზავნილ ოლიგარქს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არავის არ ჭირდება, მას, ალბათ, სრული საშუალო განათლებაც კი არ აქვს...


- მიხეილ, მიიღებთ მონაწილეობას საქართველოს ან უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში? იქნებით პრეზიდენტობის კანდიდატი?


- არა, მე არც საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვიქნები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოც და უკრაინაც ოლიგარქებს ტავიდან მოიშორებს. ვფიქრობ, რომ ორივე ქვეყანის ოლიგარქებს ჩემი ძალიან ეშინიათ - მე ხომ არ ვიყიდები, მათ წინაშე კაპიტულაციას არ ვაცხადებ და მათ ყოველთვის შევუტევ, რადგან საქართველოც და უკრაინაც ძალიან მიყვარს. მჯერა, რომ ორივეს წინ დიდებული მომავალი აქვთ.


- მიხეილ, ერთი მცირე პატარა კითხვა მაქვს. თქვენ საკმაო დრო გაქვთ გატარებული აშშ-ში, გარკვეული დროის განმავლობაში ბრუკლინშიც ცხოვრობდით.  ამერიკის დახმარების იმედი თუ გაქვთ? ან იმის იმედი, რომ ამერიკა დაგიცავთ საქართველოში ჩასვლისას?


- რას ნიშნავს „ამერიკა თუ დაგიცავთ“? რაში მჭირდება ამერიკისაგან დაცვა? მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც. ის, რომ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ვიზის მიღებასთან დაკავშირებით, შეხვედრების გამართვაში, ეს განა არაფერს არ გეუბნებათ? ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს ჩემს წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს. რასაკვირველია, ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩვენი ბედი ჩვენივე ქვეყნებში წყდება...


- მიხეილ, მე უფრო კონკრეტულ კითხვას დაგისვამთ. იმ დროს, როცა მე და თქვენ საქართველოში ვცხოვრობდით, საქართველოს დონალდ ტრამპი ეწვია,  მას ესაუბრეთ, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება. მაგალითად, ბათუმში „ტრამპ-თაუერი“ უნდა აშენებულიყო. შემდეგ თქვენ ვაშინგტონშიც იყავით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ტრამპთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. იქნებ ამ გარემოებამ როგორღაც შეცვალოს თქვენი მდგომარეობა უკრაინაში?


- მე, უბრალოდ, დონალდ ტრამპთან კონტაქტის შესაძლებლობა არ მქონია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად აირჩიეს. რასაკვირველია, მას მანამდეც კარგად ვიცნობდი... და მას არცერთი უცხოელი ლიდერი არასდროს ისე არ შეუქია, როგორც მე.


- ალბათ, მხოლოდ ვლადიმერ პუტინი...


- არა, ეს სრულიად სხვადასხვა მომენტია. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვქონდა... თუმცა ეს ყველაფერი YouTube-შიც დევს, შეიძლება მისი ნახვა.. ცხადია, საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. მას კარგად ესმოდა ქართული რეფორმების მნიშვნელობა და ახლაც ესმის. რაც სდეეხება უკრაინას... ხომ ნახეთ, რა თქვა უკრაინაზე „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს? ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა მსოფლიოშიო... ეს სრული სიმართლეა.


- ეს ინფორმაცია მან თქვენგან მიიღო?


- ეს ინფორმაცია „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გავრცელდა. უკრაინაში ამერიკულ ფინანსურ დახმარებას იპარავენ და ვფიქრობ, მოვა დრო, როცა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო უწყება ამ საქმეს გამოიძიებს და შესაბამისად, პოროშენკოები, ახმეტოვები და ყველა დონის კორუფციონერები დაისჯებიან. არ მინდა ამ საკითხით სპეკულირება, მაგრამ თუ რამე გამეგება კორუფციაში, მე, ამერიკული დიპლომის მქონე იურისტს, ვამბობ, რომ საქმე საბოლოოდ ასე დასრულდება. პეტრო პოროშენკოს ისტერიულად ეშინია, მაგრამ  სასამართლოს ვერსად წაუვა...






წყარო: «RTVi» (რუსეთი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930